Accentnews.ge
პარამკლავჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ლაშა მიქავას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი გადაეცა

პარამკლავჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ლაშა მიქავას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი გადაეცა

17/10/2024 11:49:39 საზოგადოება, რეკლამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ საქართველოს პარამკლავჭიდის ეროვნული ნაკრების წევრს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ლაშა მიქავას სამინისტროს საპატიო სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სპორტის განვითარებისა და სპორტსმენების ხელშეწყობის მიზნით, კვლავაც არაერთ მსგავს აქტივობას გეგმავს.

„ლაშა მიქავამ მოლდოვაში გამართულ პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი და შესაბამისად, პარამკლავჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მინისტრმა, დავით მორგოშიამ ლაშა მიქავას გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S