Accentnews.ge
ბორელი: ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სვლა, სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს

ბორელი: ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სვლა, სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს

17/10/2024 09:02:31 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე, რომელზეც საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ, ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი არჩევნების მნიშვნელობას და თქვა, რომ აშკარად ფიქსირდება საქართველოში დემოკრატიის კუთხით უკუსვლა

„საქართველოში აშკარად დემოკრატის მიმართულებით უკუსვლაა. შემდეგი არჩევნები სიმართლის მომენტი იქნება და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სვლა - ევროპისკენ თუ მისგან დაშორება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია და ქართველებისთვის კიდევ უფრო, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

"აგენტების კანონის" მიღებისა და მზარდი ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპელი პარტნიორების კრიტიკა გამკაცრდა. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ეს ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, რასაც არ იზიარებს საქართველოს მმართველი პარტია.

პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში არჩევნებისა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები "გადაიტვირთება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S