Accentnews.ge
მოსკოვი "დასავლური საფრთხის წინაშე საქართველო-რუსეთის ერთიანობის აუცილებლობაზე" ალაპარაკდა

მოსკოვი "დასავლური საფრთხის წინაშე საქართველო-რუსეთის ერთიანობის აუცილებლობაზე" ალაპარაკდა

17/10/2024 11:09:30 პოლიტიკა

მოსკოვი ზურგს უმაგრებს საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების ცნობილ პროპაგადისტულ ნარატივს "მეორე ფრონტის" შესახებ და "დასავლური საფრთხის წინაშე საქართველოსა და რუსეთის ერთიანობის აუცილებლობაზე" საუბრობს. შესაბამისი განცხადებები ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

იხილეთ ასევე: "ოცნება" ირწმუნება, რომ "კავკასიის რუსულ თემთან" არაფერი აკავშირებს, თავად თემი კი "ოცნებას" "მხარდაჭერისთვის" მადლობას უხდის

"მე მგონი, საქართველოს მაცხოვრებლები, ყველა იმ ღრმა განცდის მიუხედავად, რომელიც XXI საუკუნის პირველი დეკადის მოვლენებით იყო გამოწვეული, აცნობიერებენ მომხდარის ძირეულ მიზეზს, კერძოდ, იმას, რომ ეს იყო გაუგონარი ავანტიურა, რომლისკენაც საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას დასავლეთმა უბიძგა. ახლა ეს სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება, სულ უფრო რელიეფური ხდება. ჩნდება ახალი დოკუმენტები. ანალოგიური მოვლენები ვითარდება მსოფლიოს სხვა წერტილებშიც. ადამიანები ხედავენ, რომ ყველაფერ იმის უკან, რაც მათ გადახდათ თავს, "თავისუფლების", "დემოკრატიის", "ადამიანის უფლებების" შესახებ მთელი ამ ლიტონი სიტყვების უკან იმალებოდა დასავლელი მგელი - უაღრესად საშიში, ყოელგვარი მორალურ-ეთიკური პრინციპების გარეშე და არა მარტო დიდი, არამედ ტოქსიკური კბილებით, რომელსაც არა მარტო სურს, გადაგყლაპოთ, არამედ შხამიანიცაა თავისი "ნაკბენებით". მეჩვენება, რომ სააკაშვილის იმ დანაშაულებრივი ავანტიურის გააზრება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლის საფუძველზეც ფორმირდება ოფიციალური თბილისისა და ქართული საზოგადოების დღევანდელი პოზიცია. ამიტომაც "მეორე ფრონტის" შესახებ სრულიად რეალისტური შეფასებები კეთდება. ბუნებრივია, რომ არავის სურს, ჩათრეულ იქნას და ხურდა ფულად იქცეს სხვების თამაშში" - განაცხადა ბრიფინგზე ზახაროვამ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან "მეორე ფრონტის" შესახებ განგრძობადი პროპაგანდისტული საუბრების კომენტირებისას.

ამასთან, მან "საკუთარი პოტენციალის, ერთგვარი იმუნიტეტის გამომუშავების აუცილებლობას" გაუსვა ხაზი და ამავე კონტექსტში "რუსეთთან ერთობაზე" გაამახვილა ყურადღება:

"აუცილებელია საკუთარი "იმუნიტეტის" გაძლიერება - ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით, აუცილებელია საღად მოაზროვნე ყველა ქვეყნის გაერთიანება ახალი მსოფლიო წესრიგის ეგიდით, რომელიც დაეფუძნება არა ვიღაც უცხოს გაუგებარ "წესებს", დამყარებულს დომინირებასა და განსაკუთრებულობაზე, არამედ მრავალპოლარულობას, პოლიცენტრიზმს, პატივისცემას, სუვერენიტეტსა და ყველაფერ იმას, რაც თავის დროზე გაერო-ს წესდებაში ჩაიდო. სწორედ ესაა გზა. მაშინ საუბრები "მეორე ფრონტზე", დომინირებაზე, "დაყავი და იბატონეზე" აქტუალურობას დაკარგავს. თუმცა მოდით, პროგნოზირებას მოვეშვათ და ვიმუშავოთ" - დასძინა ზახაროვამ.

იხილეთ ასევე: "პუტინის გადაწყვეტილება რუსეთ-საქათველოს ურთიერთობებში რაიმე ახალი ეტაპის დაწყებად არ უნდა აღვიქვათ"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S