Accentnews.ge
ნაუსედა: თუ შენარჩუნდა სტატუს-კვო, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ექნება შანსი, იყოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე

ნაუსედა: თუ შენარჩუნდა სტატუს-კვო, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ექნება შანსი, იყოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე

17/10/2024 08:08:37 პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე, რომელზეც საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ, ჟურნალისტებთან მოახლოებულ არჩევნებზე და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მან თქვა, რომ არსებული სტატუს- კვოს შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს არ ექნება შანსი, წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„საქართველო არის დიდი საკითხი. საქართველოში გაიმართება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტს ქვეყნის მიმართულებას. თუკი ისინი შეინარჩუნებენ ამჟამინდელ სტატუს-კვოს, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ექნება შანსი, წინ წაიწიოს და იყოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. პროევროპული ძალების გამარჯვების შემთხვევაში გვექნება განსხვავებული გზის მოლოდინი და ამას მივესალმებით“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S