Accentnews.ge
რასა იუკნევიჩიენე: რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს, რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ამბობენ ევროპარლამენტის შესახებ, კრემლის ნარატივია

რასა იუკნევიჩიენე: რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს, რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ამბობენ ევროპარლამენტის შესახებ, კრემლის ნარატივია

17/10/2024 07:38:27 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი, ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რასა იუკნევიჩიენე საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე “ქართულ ოცნებას” და მის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს აკისრებს პასუხისმგებლობას.

“რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი, ან ვიტყოდი, რომ უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. ვგულისხმობ საქართველოს სამომავლო გზას. ვხედავთ, რომ რასაც ის ამბობს, რა გადაწყვეტილებებსაც მისი მთავრობა იღებს, შეუთავსებელია ევროკავშირის მოთხოვნებთან და ღირებულებთან”,-ამბობს იუკნევიჩიენე და აქვე განმარტავს, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობის განცხადებები არა მარტო აზიანებს ქართულ-დასავლურ ურთიერთობებს, არამედ უნისონშია კრემლის პროპაგანდასთანაც:

“[ევროკავშირის] წევრობის შემდგომი ნაბიჯები, ოფიციალურ, თუ არაოფიციალურ დონეზე შეჩერებულია იმის გამო, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს. ყველა მათი ქმედება აჩვენებს, რომ [ევროკავშირის წევრობისთვის] საჭირო ნაბიჯებს არ მიჰყვებიან. ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს, რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ამბობენ ევროპარლამენტის შესახებ, კრემლის ნარატივია - ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმა და არადემოკრატიული ქცევა”, - განმარტავს ევროპარლამენტის წევრი “ამერიკის ხმასთან”.

რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას და "ქართული ოცნების" ბრალდებებს, რასა იუკნევიჩიენე განმარტავს:

“რაც შეეხება თანხის გადახდას და სხვა ბრალდებებს. ვშიშობ, ისინი [“ქართული ოცნება”] სხვებზეც ისე ფიქრობენ, როგორც თავად იქცევიან. თუ თვლიან, რომ შესაძლებელია აქ ხმების მოსყიდვა ისე, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი ცდილობს - მაშინ ვეტყვი, რომ ეს არაა ევროპული ღირებულებები და ეს არ ხდება ევროკავშირის პარლამენტში. თითქმის 500-მა [პარლამენტარმა] მისცა ხმა [რეზოლუციას]. ეს დიდი რამაა, გზავნილია და შეუძლებელია, რომ ასეთი რამ იყიდო”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S