Accentnews.ge
პრეზიდენტი: თუ პროევროპული ძალები არჩევნებს მოიგებენ, ალბათ, მათთან ერთად ვიქნები

პრეზიდენტი: თუ პროევროპული ძალები არჩევნებს მოიგებენ, ალბათ, მათთან ერთად ვიქნები

17/10/2024 04:04:29 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, იგი, სავარაუდოდ, მათთან ერთად იქნება. ამის შესახებ მან Politico-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე, რა არის მისი ყველაზე დიდი წუხილი, პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა:

"ის, რომ ჩვენ ხელიდან გავუშვით პირველი შანსი, მოლაპარაკებები გაგვეხსნა [ევროკავშირთან]".

"თუკი ქარტიაზე ხელმომწერი პრო-ევროპული ძალები და პარტიები არჩევნებს მოიგებენ, ალბათ, მათთან ერთად ვიქნები, რათა ეს ქარტია მივიტანო მომდევნო ევროპულ საბჭომდე და უზრუნველვყო მოლაპარაკებების გახსნა, რომელიმე პოზიციიდან, რაც ჯერ კიდევ უნდა განისაზღვროს", - ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნებისთვის" "საკმაოდ რთული" იქნება დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის აღდგენა:

"მათთვის საკმაოდ რთული იქნება ევროკავშირთან და ამერიკელ პარტნიორებთან რაიმე სახის ურთიერთობების განახლება იმ რაოდენობის თავდასხმების შემდეგ, რასაც ისინი ახორციელებენ".

"საით მიგყავთ საქართველო?" - Politico-ს ცნობით, ეს სალომე ზურაბიშვილის მთავარი კითხვაა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

"კონსპირაციების თეორიებში ვერ შევალ, თუმცა ეს შეიძლება, იყოს გეგმა... შეიძლება [ბიძინა ივანიშვილის] კავშირები მოსკოვთან ჯერ კიდევ არის და ის კიდევ უფრო გამყარდეს", - ციტირებს პრეზიდენტს Politico.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S