Accentnews.ge
პრეზიდენტის წარმომადგენელს განმარტებებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იწვევენ

პრეზიდენტის წარმომადგენელს განმარტებებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იწვევენ

16/10/2024 12:01:46 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განმარტებებისთვის იწვევენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ გავუგზავნით წერილს და მოვუწოდებთ, რომ კომისიის შემდეგ სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდეს წარმომადგენელი და გააკეთოს განცხადება პრეზიდენტის იმ სიტყვებთან დაკავშირებით, რომლითაც ის აღნიშნავს, რომ საარჩევნო დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მათ ერთად უნდა იზეიმონ გამარჯვება. ეს განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოწვევა უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელი სხდომისთვისაც იყო გაგზავნილი.

პრეზიდენტი არჩევნების დღეს 26 ოქტომბერს საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას გეგმავს.

„არჩევნების დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, - განაცხადა პრეზიდენტმა 7 ოქტომბერს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S