მიშელი: საქართველო ევროპული გზის გადამწყვეტ მომენტში იმყოფება
16/10/2024 11:47:48 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ საქართველო ევროპული გზის გადამწყვეტ მომენტში იმყოფება. ამის შესახებ ნათქვამია მიშელის მიერ ევროპის საბჭოს წევრებისადმი გაგზავნილ წერილში.
როგორ მიშელი აცხადებს, ხვალ ბრიუსელში გამართულ საბჭოს შეხვედრაზე, მათ შორის საქართველოზეც ისაუბრებენ.
"ევროპის საბჭო განიხილავს რამდენიმე პოლიტიკის საკითხს, რომელიც ეხება ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებს, მათ შორის მოლდოვაში და ასევე საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა ევროპული გზის გადამწყვეტ მომენტში იმყოფება", – აღნიშნულია მიშელის წერილში.


