Accentnews.ge
საქართველო "3+3" ფორმატის არც მესამე შეხვედრაში აპირებს მონაწილეობას

საქართველო "3+3" ფორმატის არც მესამე შეხვედრაში აპირებს მონაწილეობას

16/10/2024 11:23:57 პოლიტიკა

18 ოქტომბერს სტამბოლში რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმა "3+3"-ის ფარგლებში რიგით მესამე შეხვედრაა დაგეგმილი, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა.

ცნობილია, რომ შეხვედრას დაესწრება სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი არარატ მირზოიანიც.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში აცხადებენ, ოფიციალური თბილისი ამ ფორმატის არც რიგით მესამე შეხვედრაზე იქნება წარმოდგენილი.

"3+3" (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, ირანი, თურქეთი, რუსეთი) ფორმატის ჩამოყალიბების ინიციატივა 2020 წელს თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააჟღერა. მისი არსი მდგომარეობს "რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის ჩამოყალიბებაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში მყარი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად". ახალი ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2023 წელს თეირანში გაიმართა. საქართველოს არც პირველ, არც მეორე შეხვედრებში მიუღია მონაწილეობა, მიუხედავად რუსეთის დაჟინებული მიპატიჟებისა და თურქეთის საგარეო უწყების ექს-მინისტრ ჩავუშოღლუს განცხადებისა, რომ პლატფორმის კარი საქართველოსთვის ღიად რჩება. თბილისი თავის უარს იმით არგუმენტირებდა, რომ სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთთან ნებისმიერ ერთობლივ ფორმატში მონაწილეობა მიუღებელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S