Accentnews.ge
"სამოქალაქო იდეა": "ქართული ოცნების" დონორებს რუსეთთან კავშირები აქვთ"

"სამოქალაქო იდეა": "ქართული ოცნების" დონორებს რუსეთთან კავშირები აქვთ"

16/10/2024 10:18:16 პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" დონორებს რუსეთთან კავშირები აქვთ".

"წინამდებარე ანგარიშის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას ფაქტებზე დაყრდნობით ვაჩვენოთ, რომ მმართველი პარტია, მისი ბიზნეს ინტერესებითა და რუსული კავშირებით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას და საფრთხეს წარმოადგენს", – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, "ალექსანდრე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ძმა, არის კაცი, რომელმაც ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო რუსული ბაზრის გახსნით და ბიუჯეტის აგროკრედიტის პროგრამით. ის წლების განმავლობაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი შემომწირველია".

"კვლევაში ფაქტებზე დაყრდნობით უტყუარად დადასტურებულია, რომ იმ საბიუჯეტო პროგრამების ყველაზე მსხვილი, ერთეული მოსარგებლე,რომელიც მაგალითად სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობის განვითარებისთვის დაიხარჯა, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, "ოცნების" მოქმედი დეპუტატი დუგლაძე და მისი ძმები და მათი რუსეთის მოქალაქე ბიზნესპარტნიორები არიან. ისინი "ქართული ოცნების" დონორთა სიის სათავეშიც გვხვდებიან.

1 ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი. ღვინის კომპანიების „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხნის მეწილე. შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის -- 335 768 ლარი.

2. ქართული ოცნების შემომწირველი - ზაალ დუგლაძე, ოცნების მოქმედი და მომავალი დეპუტატი, ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი. შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის -- 115 000 ლარი.

3. ქართული ოცნების შემომწირველი - დავით დუგლაძე1, დეპუტატ ზაალ დუგლაძის ძმა და მისი ბიზნეს წილების მმართველია. შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის -- 272 000 ლარი.

4. ქართული ოცნების შემომწირველი - გიორგი დუგლაძე, დეპუტატ ზაალ დუგლაძის ძმა და ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი. შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის -- 80,000 ლარი

5. ქართული ოცნების შემომწირველი მალხაზ ყანჩაველი, ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის და დეპუტატ ზაალ დუგლაძის კიდევ ერთი ბიზნეს პარტნიორი მრავლობით კომპანიებში. შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის -- 100,000 ლარი.

6. ქართული ოცნების შემომწირველი გოჩა გიოშვილი, ზაალ დუგლაძის კიდევ ერთი ბიზნეს პარტნიორი მრავლობით კომპანიებში. შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის -- 5 000 ლარი.

7. ავთანდილ კოჩაძე, შპს აგრარული სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის დირექტორი. ცენტის დაფუძნებულია რუსეთის მოქალაქე დიმიტრი კოსტაროვი. ბატონიკოსტაროვი იმავდროულად ტელეკომპანია საფერავის (პირველი აგრო ტელევიზია საქართველოში) დამფუძნებელია. ბატონ კოჩაძესა და კოსტაროვს სხვა ერთობლივი ბიზნესებიც აქვთ საქართველოში. შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის -- 220 000 ლარი.

8. ნოშრევან (ნოშიკო) ნამორაძე, შპს ვრ მენეჯმენტის დამფუძნებელი დადირექტორი. შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის -- 80 000 ლარი.

9. ვაჟა ციგროშვილი, ქართული ოცნების კიდევ ერთი უმსხვილესი შემომწირველია რუსეთის მოქალაქეობით. შემომწირველთა შორის ბევრი მისიბიზნეს პარტნიორი და დირექტორი ფიგურირებს. შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის -- 324 000 ლარი.

10. პაატა ბუზარიაშვილი, რუსეთის მოქალაქე ვაჟა ციგროშვილის პარტნიორი და მისი დაფუძნებული კომპანიების დირექტორია. შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის --60 000 ლარი.

11. ციგროშვილის დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიის შპს სტორის დამფუძნებელ დირექტორები არიან გიორგი და ბეჟან ანუაშვილები. შპს სტორმა სახელმწიფოსგან კახეთში ჰესის მშენებლობის ნებართვა მიიღო და მმართველი პარტიისთვის შემოწირულებებიც მყისიერად განხორციელდა. შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის --56 000 ლარი

12. თენგიზ ამონაშვილი, ციგროშვილის კიდევ ერთი კომპანიის შატო ნეკრესის დირექტორი შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის -- 30 000 ლარი.

13. ლევან ნეკრესელაშვილი, ციგროშვილის კიდევ ერთი კომპანიის შპს მარნისკარის მეწილე. შემოწირულობა ქართული ოცნებისთვის -- 50 000 ლარი.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ქართველი ახალგაზრდების მასობრივი პროტესტის ფონზე, სწორედ რუსეთის მოქალაქე ციგროშვილთან დაკავშირებული ღვინის კომპანიების ინიციატივით მომზადდა მეღვინეების მთავრობის მხარდამჭერი მიმართვა, რომელსაც ბატონ ციგროშვილთან ერთად ქართული ოცნების სხვა შემომწირველებიც აწერდნენ ხელს, კერძოდ კახაბერ მამანიშვილი (60 000 ათასი ლარი), ლევან გვარამაძე (15 000 ათასი ლარი), გიორგიერბოწონაშვილი (7 000 ათასი ლარი), და სხვები", – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S