Accentnews.ge
"ღია მმართველობის პარტნიორობამ" საქართველოს წევრობა შეუჩერა

"ღია მმართველობის პარტნიორობამ" საქართველოს წევრობა შეუჩერა

16/10/2024 09:31:06 პოლიტიკა

„ღია მმართველობის პარტნიორობამ“ (OGP) საქართველოს წევრობა შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია "აქცენტს" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ წევრობის შეჩერების შესახებ ცნობა მთავრობამ დღეს მიიღო.

რა არის OGP

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership - OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 8 ქვეყნის მთავრობის მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა.

დღეს OGP 75 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც ღია, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობის დასამყარებლად მუშაობენ და ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ღია მმართველობის პარტნიორობის წევრთა რაოდენობა მუდმივად მზარდია.

ცნობისთვის: 8 მაისს ცნობილი გახდა, რომ "ღია მმართველობის პარტნიორობა" საქართველოს "აგენტების კანონის" გაწვევისკენ მოუწოდებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნისთვის წევრობის შეჩერებას არ გამორიცხავდნენ.

საქართველო OGP-ის წევრი 2012 წელს გახდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S