კობახიძე – აშშ–ის მიერ "ხარებას" და მისი მოადგილის სანქცირებაზე: "ასეთი შცდომები არ შეიძლება, დუშვან იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ"
16/10/2024 07:17:00 პოლიტიკა
პრემიერ– მინისტრი კობახიძე აშშ–ის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილისთვის (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურისთვის საქციების დაწესებს ფაქტს "შეცდომა" უწოდა.
"ხედავთ, რომ სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება, ფიქრობდეს თეორიულად საქნციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომელიც პირიქით უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს. სანქციები არის კონტრპროდუქტიული, ჩვენ დაგვისანქცირეს პოლიციის 2 მაღალი თანამდებობის პირი, ორი 2008 წლეს ნაბრძოლი ადამიანი, ასეთი შცდომები არ შეიძლება, დუშვან იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ. ყველამ დაინახა, რომ სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე მე მგონია, რომ მომავალში იქნება მიღებული უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის: 16 სექტემბერს აშშ–მა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა. "აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა საქართველოს ორ ოფიციალურ პირს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან, ასევე საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობდნენ, პირდაპირ ან ირიბად ჩაერთვნენ მშვიდობიანი გამოხატვის ძალადობრივი გზით ჩახშობაში", – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ოთხივე შეყვანილია ე.წ. "მაგნიტსკის სიაში" და ამ სიის წევრი პირველი ქართველები არიან.


