Accentnews.ge
კობახიძე – სუს-ის ინფორმაციაზე: "იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები"

კობახიძე – სუს-ის ინფორმაციაზე: "იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები"

16/10/2024 06:50:59 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, არჩევნების წინ „პროვოკაცია" მზადდება „ყალბი ჩანაწერების” გავრცელებით.

კობახიძე ამბობს, რომ სუს–ი არჩევნების წინ „ყალბი ჩანაწერების“ გამავრცელებლებში პოლიტიკურ ძალებს გულისხმობდა

"სუს-მა საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარუდგინა. პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ. საქმე ეხება, როგორც ქვეყნის გარედან მოქმედ ძალებს, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებს, იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები, თუმცა მე მგონია, რომ ასეთ აქტებს არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფხიზლად არიან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმისთვის, რომ მათ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის:სუს–ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S