
თბილისიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მატარებელი იმოძრავებს
06/02/2020 09:26:32 ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, თბილისიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მატარებელი იმოძრავებს.
"ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კერძოდ, საგზაო დეპარტამენტი განახორციელებს სავატომობილო გზის რეაბილიტაციას, მშენებლობას, რომელიც აეროპორტს და სარკინიგზო სადგურს დააკავშირებს. უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობა. იქნება პერიოდული მიმოსვლა სადგურსა და აეროპორტს შორის. იქნება ძალიან სწრაფი მიმოსვლა, მანძილი სულ 1.5 კმ–ია. ეს შატლები დახვდება მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მიიყვანს საქართველოს რკინიგზის განახლებულ სადგურამდე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.