Accentnews.ge
კობახიძე - გერმანიის ელჩს: დამარცხდება ყველა, ვინც გულშემატკივრობს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“

კობახიძე - გერმანიის ელჩს: დამარცხდება ყველა, ვინც გულშემატკივრობს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“

15/10/2024 15:17:49 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 15 ოქტომბერს გამოეხმაურა გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს.

კერძოდ, პრემიერმა ელჩს მიმართა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდება ყველა, ქართველი თუ უცხოელი, ვინც გულშემატკივრობს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“.

"მე მინდა გერმანიის ელჩს ვუთხრა, რომ 26 ოქტომბერს კახა კალაძე მთელ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას და დამარცხდება ყველა ის ადამიანი, რომელიც გულშემატკივრობს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, იქნება ეს ქართველი, თუ უცხოელი. ყოვლად მიუღებელია კოლექტიურ "ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების ნებისმიერი გულშემატკივრობა",- თქვა კობახიძემ.

გერმანიის ელჩმა 14 ოქტომბერს სოციალურ ქსელ X-ში სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერ კახა კალაძის საპასუხოდ დაწერა: „დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა".

მანამდე კალაძემ ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანა ლიურმანს „ჩვეულებრივი კუბილიუსი კაბაში“ უწოდა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას სირთულეებს უქმნის ევროინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ ვიმსჯელებთ საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე. სრულიად ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზას აფერხებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხალხს ჰქონდეს უფლება, თავიანთი გზა თავისუფლად განსაზღვრონ და ამიტომაც, საკვანძო მნიშვნელობისაა არჩევნების სანდოობა, რომ ის თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს”, - განაცხადა ანა ლიურმანმა.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპელი პარტნიორების კრიტიკა გამკაცრდა "აგენტების კანონის" მიღებისა და მზარდი ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო: "მოველით, რომ "ოცნება" უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S