Accentnews.ge
კობახიძე - ბორელზე: ეს განცხადებები დროებითია

კობახიძე - ბორელზე: ეს განცხადებები დროებითია

15/10/2024 14:49:22 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები "გადაიტვირთება.

მან "დროებითი" უწოდა კრიტიკას ევროკავშირიდან. მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალია და სწორედ ამიტომ არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებული.

“ეს განცხადებები არის დროებითი, ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენ არ გავამახვილებთ. დასრულდება ეს არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება",- თქვა კობახიძემ.

თუმცა მან შეურაცხმყოფელი უწოდა მოლდოვასთან შედარებას:

"რაც შეეხება საქართველოსა და მოლდოვას შედარებას, ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი. თქვენ იცით, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას ყველა პარამეტრით - იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა. ეკონომიკური კუთხით 9 მილიარდით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის, რაც არის, მათ შორის, იმის დამსახურება, რომ ჩვენ მოლდოვისგან განსხვავებით გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები.

რაც შეეხება დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით მოლდოვაში აიკრძალა პოლიტიკური პარტიები, მედიასაშუალებები და დარჩა რეალურად ორი მედიასაშუალება, რომელიც მაუწყებლობს ქვეყნის მასშტაბით. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი. აღარ არსებობს პოლიტიკური პლურალიზმი, აღარ არსებობს მედია პლურალიზმი. როცა გადარებენ ასეთ ქვეყანას და თან გადარებენ ნეგატიურ კონტექსტში, ეს, ბუნებრივია, არის თვალებში ნაცრის შეყრა, თუმცა, ეს ვერ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ გიმეორებთ - დასრულდება არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში და აქედან აუცილებლად გადაიტვირთება ევროკავშირთან ურთიერთობები, შესაბამისად, ასეთი განცხადებები არის დროებითი მოვლენა.

საქართველოში ავტორიტარიზმი იყო 2012 წლამდე და თუ რაიმეთი შეიძლება იამაყოს ჩვენმა გუნდმა, პირველ რიგში, ეს არის საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულება. აქედან გამომდინარე, ასეთ განცხადებებს, საბედნიეროდ, ვერ ექნება ფასი ჩვენი მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არის აბსოლუტურად მცდარი და დაფუძნებულია არასწორ ინფორმაციაზე”, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S