Accentnews.ge
ხაზარაძე: "მე სომხებს ბოდიშს ვუხდი "ოცნების" უნამუსო და უზნეო ფობიური გამოხტომების გამო"

ხაზარაძე: "მე სომხებს ბოდიშს ვუხდი "ოცნების" უნამუსო და უზნეო ფობიური გამოხტომების გამო"

15/10/2024 10:54:34 პოლიტიკა

"ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, "კაგებეშნიკური" პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, რომელიც აი, უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჩემ წინააღმდეგ. ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო. მე ვუხდი მათ ბოდიშს "ოცნების" უნამუსო და უზნეო ფობიური გამოხტომების გამო. ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ, ვისაც ესეთი. ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა - ქსენოფობია!!! გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, იეზიდების და სხვა მოძმე და მონათესავე ერების ერთად ცხოვრებას ძლიერ საქართველოში! ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს თავისი მრავალფეროვნებით, სილაღით და ნაღდი ურთიერთობით, ბიძინა და KGB უნდა დამთავრდეს 26 ოქტომბერს!!! აქვე, ისე გაუმარჯოს თქვენს წინაპრებს, როგორც ჩემებს - ხუნდაძეებს, ხაზარაძეებს, ბაშალეიშვილებს და ადეიშვილებს!", – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის: "პოსტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამუკა ხაზარაძე სომხურ წარმომავლობას მალავს. „პოსტივის“ საკონტროლო პაკეტს, 52%-ს 2022 წლის ოქტომბრიდან ფლობს პარლამენტარი, უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე. ის „ოცნების“ განაყოფი პარტიის, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. „პოსტივი“ დეკლარირებულად არის „ხალხის ძალის“ - „ოცნების“ უმრავლესობის შემადგენელი პარტიის - მედიაპლატფორმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S