Accentnews.ge
უკრაინაში აფხაზი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში აფხაზი მებრძოლი დაიღუპა

15/10/2024 07:59:10 საზოგადოება

უკრაინაში რუსეთის მხარეს მეომარი აფხაზი მებრძოლი ირაკლი ეშბა დაიღუპა, – იუწყება ტელეგრამის არხი „АМРА-life“.

მისი თქმით, ეშბა ხარკოვის მიმართულებაზე იბრძოდა.

"ცოტა ხნის წინ ბრძოლაში ირაკლის მეგობარი კონსტანტინ ივანოვი დაიღუპა, ისინი სკოლის მერხიდან მეგობრობდნენ და ომშიც ერთად წავიდნენ. მეგობრის ცხედრის ევაკუაციას არ დაელოდა და ირაკლი მის გამოსატანად თვითონ წავიდა, ეს გმირული საქციელია, ღირსეული და ადამიანისა და მებრძოლოს“, – იუწყება ტელეგრამ–არხი.

კონსტანტინ ივანოვი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა, მოგვიანებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტროს სპეცდანაყოფში მსახურობდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ლევ კვიცინიამ სექტემბერში განაცხადა, რომ „დონბასში სპეცოპერაციისას აფხაზეთიდან 47 ბიჭი დაიღუპა".

„ისინი იყვნენ არა მხოლოდ „პიატნაშკას“ ბატალიონის მებრძოლები, არამედ აფხაზეთიდან რუსეთს წასულები, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან გაიწვიეს“, - განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S