Accentnews.ge
საქსტატი: 9 თვეში ექსპორტი $4.7 მლრდ-მდე გაიზარდა, იმპორტი - $12 მლრდ-მდე

საქსტატი: 9 თვეში ექსპორტი $4.7 მლრდ-მდე გაიზარდა, იმპორტი - $12 მლრდ-მდე

15/10/2024 07:35:16 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 მილიარდ 779 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.7%-ით მეტია.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემების მიხედვით, 9 თვეში ექსპორტი 4 მილიარდ 786 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 4.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 3.6%-ით 11 მილიარდ 992 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 7 მილიარდ 205 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9%-ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S