Accentnews.ge
წითლიძემ 14 პირი დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, მოქალაქეებს სენაკსა და ზუგდიდში "პირადობებს უკანონოდ ართმევენ"

წითლიძემ 14 პირი დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, მოქალაქეებს სენაკსა და ზუგდიდში "პირადობებს უკანონოდ ართმევენ"

15/10/2024 07:25:16 პოლიტიკა, საზოგადოება

„ერთიანობის“ წევრმა ანა წითლიძემ დღეს, 15 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე კვლავ ისაუბრა სენაკსა და ზუგდიდში მოქალაქეებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევის შესახებ.

მან დაასახელა კონკრეტული პირები და თქვა, რომ ეს „მაგალითია იმისა, როგორ თანამშრომლობს კრიმინალი და სახელმწიფო ერთმანეთთან „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

„სენაკში მოქმედებს ე.წ. ძალოვნების შტაბი, რომელიც დაკავებულია პირადობის მოწმობების ჩამორთმევით. მას ხელმძღვანელობს სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი გიგა ზესაშვილი. ასევე სენაკში პირადობის ჩამორთმევის ორგანიზებაში მხილებული არიან შემდეგი ადამიანები: ბადრი გოგინავა (სამხარეო პოლიციის თანამშრომელი), ბუთხუზი სირია (ნუსირის ქვეგანყოფილების უფროსი), კახა ჭაავა (ზანის განყოფილების უფროსი). ასევე მერიის და აიპის თანამშრომლები: ბეჟან გუნია, მონიკა ვასიევი, სოსო მატახელია, დათო საჯაია, თორნიკე ჯიჯეიშვილი.

ზუგდიდში პირადობის ჩამორთმევას ორგანიზებას უწევს დათო შენგელია - ე.წ. „ტყის ძმების“ მეთაური, გია ყალიჩავა (პოლიციის თანამშრომელი), გიზო ვეკუა (ქართული ოცნების“ აქტივისტი), ირაკლი ჯიქია (შსს-ს თანამშრომელი) და ლაშა ვეკუა (საპატრულო პოლიციის თანამშრომელი“).

მტკიცებულებები, როგორ აშინებთ მოქალაქეებს, ართმევთ მათ პირადობის მოწმობებს, გვაქვს მოპოვებული და გადავცემთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას“,- თქვა ანა წითლიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S