Accentnews.ge
"მივიღე კომენტარი, რომ წამალს ჩამიდებენ და "დასასვენებლად" გამიშვებენ" - სამოქალაქო აქტივისტი რეაგირებას მოითხოვს

"მივიღე კომენტარი, რომ წამალს ჩამიდებენ და "დასასვენებლად" გამიშვებენ" - სამოქალაქო აქტივისტი რეაგირებას მოითხოვს

14/10/2024 11:32:27 საზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტი ლევან ჯაგაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოებით მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და აკრიტიკებს "ქართული ოცნების" პოლიტიკას, მუქარის შესახებ საუბრობს.

ლევან ჯაგაშვილი მოითხოვს, საქმით საგამოძიებო უწყება დაინტერესდეს და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს.

"მწერენ, რომ თითქოს მთელმა ერმა ქუჩა-ქუჩა უნდა მაფრთხიალოს და ამას ვერ გავასწრებ, მაბრალებენ რევოლუციას. ერთ-ერთ ბოლო ვიდეოზე მივიღე კომენტარი, რომ წამალს ჩამიდებენ და "დასასვენებლად" გამიშვებენ - ანუ ციხეში. "ალტ-ინფოს" გვერდმა ჩემი ვიდეო გადმოწერა, დადო ფეისბუქზე და ამ ვიდეოს აქვს 500 ათასზე მეტი ნახვა, 5 000 კომენტარი და ყველა მაყენებს შეურაცხყოფას"- ამბობს აქტივისტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S