გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა ეს არ ეხება მოქმედ მთავრობას, რომელიც ამ გზას დაბრკოლებებს უქმნის
14/10/2024 11:09:13 პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში ანა ლიურმანი აცხადებს, რომ საქართველოს მომქედი მთავრობა ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ დაბრკოლებებს უქმნის.
„სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს მოქმედ მთავრობას, რომელიც ამ გზას დაბრკოლებებს უქმნის. მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა. ამიტომ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა ანა ლიურმანმა.
ლიურმანის ინფორმაციით, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განხილული იქნება საქართველოში არსებული ვითარება. ანა ლიურმანის განცხადების თარგმანს გერმანულიდან "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.


