კობახიძე: "60%–იანი რეიტინგით თავისუფლად არის შესაძლებელი 100–ზე მეტი მანდატის მოპოვება"
14/10/2024 10:33:27 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ "ქართულ ოცნებას" 60%–იანი რეიტინგი აქვს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ჩვენ გავიმეორებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, იმიტომ, რომ 60% რეიტინგით თავისუფლად არის შესაძლებელი ასზე მეტი მანდატის მოპოვება. ჩვენ გვინდა, რომ მნიშვნელოვნად გადაცვდეთ 100 მანდატს", – განაცხადა მან.


