Accentnews.ge
უკრაინაში მებრძოლი ქართველები საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ

უკრაინაში მებრძოლი ქართველები საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ

14/10/2024 10:31:41 საზოგადოება

უკრაინაში მებრძოლი ქართველები საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ. ისინი ხაზს უსვამენ, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„უკრაინაში 9 000 -ზე მეტი ქართველი ცხოვრობს, აქედან დაახლოებით 2 000 შეიძლება უკრაინის მოქალაქე იყოს. დანარჩენები, დაწყებული მეომრებიდან, ძალიან დიდი ემიგრაციაა. ამ ვითარებაში კიევში საარჩევნო უბანი არ გახსნეს. ეს პირველი შემთხვევაა. ჩვენ, მეორემს, არ გვაქვს საშუალება, არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ეს ძალიან ცუდია. ნიშანი იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია“,- თქვა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ვანო ნადირაძემ.

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა კიდევ ერთმა ქართველმა მამუკა მამულაშვილმა:

„უკრაინაში მყოფ ქართველებს არ ეძლევათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში! არ ეძლებვათ საშუალება, გაიხსნას საარჩევნო უბნები უკრაინაში. ეს ცუდია დემოკრატიისთვის“.

თავის მხრივ, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეყრდნობიან შესაბამისი უწყებების მიერ მიწოდებულ ცნობებს. სავარაუდოდ, მხედველობაში ჰყავთ საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საზღვარგარეთ უბნებს ხსნის შესაბამისი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ჩვენ საარჩევნო უბნები შევქმენით ყველა იმ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ყველგან, სადაც ამის საშუალებას კანონმდებლობა იძლეოდა. ჩვენ ვერ განვახორციელებთ იმ ინფორმაციის რევიზიას, რომელიც მოგვეწოდა ამა თუ იმ უწყებისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა საყოველთაოდ ცნობილი გარემოებები არსებობს“,- აცხადებენ ცესკოში

სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბანი უკრაინაში არ გაიხსნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრში განმარტეს, რომ არჩევნები არ ჩატარდება იმ ქვეყნებში, სადაც “პოლიტიკური [არასტაბილურობა] თუ საომარი ვითარებაა”.

უცხოეთის რომელ ქალაქებში იხსნება საარჩევნო უბნები იხილეთ აქ

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის იხილეთ აქ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S