მოსკოვში "რუსეთისა და საქართველოს ხალხთა ასამბლეა", ასევე "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კონგრესი" შეიქმნა
14/10/2024 07:58:00 პოლიტიკა
პუტინის ხელისუფლება მასთან დაახლოებული წარმოშობით ქართველების გამოყენებით საქართველოს "რუსსკი მირში" შეთრევის მცდელობებს აძლიერებს.
როგორც რუსეთის ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ განაცხადა, პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო შემსრუბუქების ფონზე მოსკოვში "რუსეთისა და საქართველოს ხალხთა ასამბლეა", ასევე "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კონგრესი" შეიქმნა და "წინ კიდევ არაერთი კარგი სიახლეა".
"სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო შემსუბუქებით პრეზიდენტმა პუტინმა სერიოზული შემხვედრი ნაბიჯი გადადგა საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ამასთანავე, ჩვენ შევქმენით ორი ახალი საზოგადოებრივი გაერთიანება - "რუსეთისა და საქართველოს ხალხთა ასამბლეა" და "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კონგრესი". იქნება კიდევ მრავალი კარგი სიახლე, დაველოდოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ძალა ჩვენი ხალხების ერთობაშია!" - წერს სოციალურ ქსელში რაშისტი ცეცხლაძე, რომელიც პუტინმა ამასწინათ მის ადმინისტრაციასთან მოქმედი "ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საბჭოს" შემადგენლობაში შეიყვანა.


