Accentnews.ge
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14/10/2024 05:49:19 საზოგადოება

თბილისის დროით 04:53 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთასთან იყო.

ბიძგების სიმძლავრემ კი 3,9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

09:03 საათზე ამავე რაიონში მოხდა 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი იყო თიანეთიდან 25 კილომეტრში მდებარე კუროტი ვაჟას წყარო.

ცნობები რაიმე ზიანის შესახებ ჯერ–ჯერობით არ გავრცეელებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S