Accentnews.ge
ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში "სოციალ-დემოკრატები" ლიდერობენ

ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში "სოციალ-დემოკრატები" ლიდერობენ

14/10/2024 04:12:46 მსოფლიო

წინასწარი შედეგების თანახმად, ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს.

ლიეტუვური მედიის ცნობით, საარჩევნო უბნების 91 პროცენტში ბიულეტენების დამუშავების წინასწარი შედეგების მიხედვით, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ არჩევნებში ხმების 20.7 პროცენტი მოიპოვა, მეორე ადგილზეა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, იგრიდა შიმონიტეს კონსერვატიული „სამშობლოს კავშირი“, ამომრჩეველთა ხმების 16 პროცენტზე მეტით, მესამეზე კი, ხმების 15.9 პროცენტით, პოპულისტური პარტია “ნემუნო აუშრა”, რომელსაც რემიგიუს ზემაიტაიტი ხელმძღვანელობს. მეოთხე ადგილს იკავებს დემოკრატთა კავშირი „ლიეტუვისთვის“, რომელმაც ამომრჩევლების ხმების დაახლოებით 9.3 პროცენტი მიიღო, მეხუთეს – ლიეტუვის „გლეხთა და მწვანეთა კავშირი“ ხმების დაახლოებით 7.3 პროცენტით. 5 პროცენტიანი ბარიერი ასევე გადალახა „ლიბერალთა მოძრაობამ“, რომელმაც არჩევნებში ხმების 7.2 პროცენტზე მეტი დააგროვა.

ლიეტუვის სეიმის არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 52.06 პროცენტმა.

13 ოქტომბერს ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით საღამოს 20 საათს დაიხურა. საერთო აქტივობამ, წინასწარი მონაცემებით, 52 პროცენტს გადააჭარბა.

მანამდე მოქალაქეებს ხმის მიცემა სამი დღით ადრე შეეძლოთ. ლიეტუვაში ამომრჩეველი ერთპალატიანი სეიმის 141 დეპუტატს ირჩევდა, 71 ადგილი გადანაწილდება ერთმანდატიან ოლქებში, 70-ი მრავალმანდატიან ოლქებში.

სახელმწიფო მოწყობით ლიეტუვა არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი დებულებები განისაზღვრება დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის მიერ. წელს სეიმში სულ 1,740 ადამიანი იყრიდა კენჭს, კანდიდატების სიები 14-მა პარტიამ და ერთმა კოალიციამ წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S