Accentnews.ge
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზა" მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზა" მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს

12/10/2024 12:09:35 საზოგადოება

14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით "საქარველოს რკინიგზა" ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.

საქართველოს რკინიგზა, აღნიშნული მიმართულებით მატარებლების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს.

თბილისი-მცხეთა

როგორც ცხრილშია მოცემული, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით ორი რეისი შესრულდება. პირველი რეისი გავა დილის 10:30 საათზე, მეორე რეისი შესრულდება 19:10 საათზე.

მცხეთა-თბილისი

ხოლო რაც შეეხება მცხეთიდან უკან, თბილისში დაბრუნების რეისებს, ასევე ორი იქნება: პირველი რეისი, რომელიც მცხეთიდან თბილისისკენ დაიძვრება, იქნება 11:20 საათზე და მეორე რეისი 20:00 საათზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S