Accentnews.ge
მოშიმშილე შუქრუთელი შეუძლოდ გახდა

მოშიმშილე შუქრუთელი შეუძლოდ გახდა

11/10/2024 14:53:59 საზოგადოება

საქართველოს პარლამენტთან შუქრუთელების აქცია გრძელდება, ნაწილი მათგანი კვლავ შიმშილობს.

დღეს, 11 ოქტომბერს შუქრუთელი ჯაბა მაჭარაშვილი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვანა. მაჭარაშვილი 41 დღეა, შიმშილობს.

„ამ დღეში რატომ ჩაგვყარეს?!“ - შუქრუთელები პრემიერის „ეჭვებს“ პასუხობენ

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტმა თბილისში 11 სექტემბრიდან გადმოინაცვლა. უამინდობის მიუხედავად, მათ პოლიცია კარვების გაშლის უფლებას არ აძლევს, შესაბამისად, ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებენ.

აქციის მონაწილეები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს. შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. მათი მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად, რომელიც მათი თქმით, კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა დოკუმენტურადაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S