Accentnews.ge
სასამართლომ ომზე „ქართული ოცნების“ რეკლამის არგაშვების გამო სამი არხი დააჯარიმა

სასამართლომ ომზე „ქართული ოცნების“ რეკლამის არგაშვების გამო სამი არხი დააჯარიმა

11/10/2024 14:37:09 პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ტელეარხი („მთავარი არხი“, „ფორმულა“, „TV პირველი“), რომელმაც უარი თქვა ომზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის ერთერში გაშვებაზე, მიიჩნევენ რა "ამორალურად", 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა.

სამივე არხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომუნიკაციების კომისიამ შეუდგინა. თავად მარეგულირებელს საჩივრით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.

ტელეარხის წარმომადგენლები კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე აცხადებდნენ, რომ მმართველი პარტიის რეკლამა ომის პროპაგანდას შეიცავს, ამომრჩეველში შიშს თესავს და ამ გზით ცდილობს მათი მხარდაჭერის მოპოვებას.

5 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში ტელეკომპანიებმა აღნიშნეს, რომ მოსალოდნელი ჯარიმების მიუხედავად, არ აპირებენ „თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე“.

კიდევ უფრო ადრე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „TV პირველს“, „მთავარსა“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა, რადგან მათ ეთერიდან ამოიღეს „ოცნების“ საარჩევნო კლიპი. კლიპში ჩანდნენ სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ისმოდა მოწოდება: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S