
პაატა ბურჭულაძე: "მეც დავრეგისტრირდი დამკვირვებლად"
11/10/2024 12:30:01 საზოგადოება
"მეც დავრეგისტრირდი დამკვირვებლად. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ არცერთი ხმა არ მოვაპარინოთ ამ, რბილად რომ ვთქვათ, მავნებლებს”, - ამის შესახებ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.