
2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კომპანიებს შეღავათები 2026 წლამდე გაუგრძელდებათ
06/02/2020 06:49:39 ეკონომიკა
2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობებისთვის კომპანიებს შეღავათები 2026 წლამდე გაუგრძელდებათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“მოგეხსენებათ, რომ 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობების მხარდაჭერისთვის. დღეს გადავწყვიტეთ, რომ კანონის ეს მუხლი 2026 წლამდე გავაგრძელოთ. ეს ცვლილება, ეს შეღავათი იყო ძალზედ ეფექტური, რამაც ხელი შეუწყო ბევრი დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასეთი პროექტები იყო საკმაოდ ბევრი და მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს შესაძლებლობა ჩვენს ბიზნესს მივცეთ 2026 წლამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.