Accentnews.ge
2022 წელს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყანა იქნება

2022 წელს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყანა იქნება

06/02/2020 06:42:47 ეკონომიკა

2022 წელს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე საქართველო მასპინძელი ქვეყანა იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, ბაზრობაში 180-ზე მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

"მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმი, როგორც სფერო იყოს უფრო წარმატებული", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S