Accentnews.ge
კალაძე კვლავ იმეორებს, რომ რეზოლუციებს ფასი არ აქვს

კალაძე კვლავ იმეორებს, რომ რეზოლუციებს ფასი არ აქვს

11/10/2024 10:17:49 პოლიტიკა

"ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე კვლავ იმეორებს, რომ რეზოლუციებს არაფერი ფასი არ აქვს.

იგი კვლავინდებურად ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აშანტაჟებენ, რომ ქვეყანსში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო.

"ამ რეზოლუციებს ფასი არ აქვს. რეალობა არის ერთი - საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელების გადაგრეხვის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს", – განაცხადა მან.

“ქართულ ოცნებაზე” კრიტიკული რეზოლუცია გერმანიის ბუნდესტაგმაც მიიღო.

რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი - "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეებმა" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ". ოპოზიციური პარტიები "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი", ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" და ულტრამემარცხენე "სარა ვაგენკნეხტის კავშირი" წინააღდეგ წავიდნენ. "მემარცხენეებმა" თავი შეიკავეს.

ამავე თემაზე: ბუნდესტაგის რეზოლუცია: "ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, ვიდრე ძალაშია "აგენტების კანონი".

მანამდე, 9 ოქტომბერს “ქართულ ოცნებაზე” კრიტიკული რეზოლუცია ევროპარლამენტმა მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S