როთი: ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გადაწყვეტს ევროკავშირი თუ იზოლაცია, დემოკრატია თუ ტოტალიტარიზმი
11/10/2024 09:32:58 პოლიტიკა
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც ბუნდესტაგში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, მადლობას უცხადებს.
„მადლობა ჩვენო კოლეგებო „შუქნიშნიდან“ და CDU/CSU კოალიციიდან დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული საქართველოსადმი მკაფიო ერთგულებისთვის. ქართველო ხალხი 26 ოქტომბერს გადაწყვეტს ევროკავშირი თუ იზოლაცია, დემოკრატია თუ ტოტალიტარიზმი“, - წერს მიხაილ როთი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ “ქართულ ოცნებაზე” კრიტიკული რეზოლუცია გერმანიის ბუნდესტაგმაც მიიღო.
რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი - "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეებმა" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ". ოპოზიციური პარტიები "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი", ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" და ულტრამემარცხენე "სარა ვაგენკნეხტის კავშირი" წინააღდეგ წავიდნენ. "მემარცხენეებმა" თავი შეიკავეს.


