Accentnews.ge
კობახიძე: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აბსოლუტურად რეალურია

კობახიძე: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აბსოლუტურად რეალურია

11/10/2024 05:59:03 პოლიტიკა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით აბსოლუტურად შესაძლებელია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

"რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს არის ისეთი თემა, რაზეც საჯაროდ საუბარი არის რთული. არის უამრავი ნიუანსი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონული, გლობალური ვითარების ცვლილებაზე, თუმცა არის ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ აქ გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციები.

1988 წელს დაიწყო მასშტაბური დისიდენტური მოძრაობა და მაშინაც კი, არავის სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი შეიძლებოდა დაშლილიყო, თუმცა 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირი დაიშალა.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ასეთი ტიპის პროცესებზე. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

მთელი ჩვენი ძალისხმევა ამ ორი ეროვნული ამოცანის მიღწევისკენ უნდა იყოს მიმართული - სიღარიბის დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მთავარია პრაგმატული პოლიტიკა, თანმიმდევრულობა, სიმშვიდის შენარჩუნება და მოთმინების გამოვლენა. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი არის აბსოლუტურად რეალური",- თქვა კობახიძემ.

„ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ნებისმიერ მომენტში შეიძლება დადგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რაც საჭირო გახდის საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას“. მისი თქმით, „აუცილებელია ქვეყნის მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული სტრუქტურის გადახედვა“. ბევრი ანალიტიკოსი და ექსპერტი ვარაუდობს, რომ საუბარია კონფედერალურ მოდელზე, რომლის დროსაც საქართველოს მოუწევს აფხაზეთისა და ცხინვალის "დამოუკიდებლობის" აღიარება. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ კონფედერაციის იდეა გამორიცხა.

29 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოაცხადა მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს თავის „მეზობლებთან“ - აფხაზეთთან და ცხინვალთან შერიგებაში. მოგვიანებით, აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ „2008 წლის გადაწყვეტილებები გადასინჯვას არ ექვემდებარება“.

თბილისის მერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ მოსკოვს სჭირდება „ეფექტურ ნაბიჯებზე გადასვლა“ - დაიწყოს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსი სამხედროების გაყვანის გეგმის შემუშავება.

რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს და არ განიხილავს აფხაზეთის და ცხინვალის საქართველოში დაბრუნების ვარიანტს, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა საპასუხოდ.

სოხუმი და ცხინვალი საქართველოს მოუწოდებენ, აღიაროს მათი "დამოუკიდებლობა" და ხელი მოაწეროს დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ, მიუხედავად, რომ ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენის ვალდებულება საერთაშორისოდ აქვს აღიარებული ოფიციალურ თბილისს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S