კობახიძე 2030 წლისთვის საქართველოში სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრას არ გამორიცხავს
11/10/2024 05:24:51 პოლიტიკა
„ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ რაც იყო წარმოდგენილი ციფრები, დაპირებების სახით, ყველა არის როგორც ამბიციური, ასევე რეალისტური. 4% არის აბსოლუტურად რეალური ამოცანა, 5 წელიწადში ჩვენ შეგვიძლია 4 %-მდე შევამციროთ სიღარიბე, რაც ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალური რაოდენობა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების იქნება 150 000. თუმცა ამის მიღმაც შეიძლება კიდევ უფრო მაღალი შედეგის მიღწევა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური სტაბილურობა ამ კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. 4 % არის ის მინიმალური შედეგი, ვფიქრობთ, რაც არის მიღწევადი 2028 წლისთვის. ამ ტენდენციით თუ გავაგრძელებთ ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრაზე ჩვენს ქვეყანაში. არსებული ტენდენციიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2030 წლისთვის სიღარიბე უნდა აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში. თუ ყველაფერი გაგრძლდა ისე, როგორც დღეს მიდის, 2030 წელს ჩვენ მივიღებთ სწორედ ამ შედეგს", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.


