
ქუთაისში კახიანოურის, მუხნარისა და საფიჩხიის ნაწილის დასახლებებს ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოების გამო 6 თებერვალს წყალმომარაგება შეეზღუდებათ
05/02/2020 19:40:39 რეგიონები, რეკლამა
ქუთაიში კახიანოურის, მუხნარისა და საფიჩხიის (ნაწილი) დასახლებებში 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადასვლის მიზნით დაგეგმილია ახალ ქსელზე გადართვითი სამუშოები.
ტექნიკური სამუშაოების გამო დასახლებების მაცხოვრებლებს 6 თებერვალს წყლის მიწოდება შეუწყდებათ. სამუშაოების დასრულებისთანავე, 7 თებერვილის 07:00 -დან დამატებით, უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა შემდეგი ქუჩები: ა. რაზმაძე, ჯორჯიაშვილი, ახალგაზრდობა, გრ.აბაშიძე, ლეონიძე, ჭყონდიდელი, გორი, გრ.ჩორგოლიანი, დ.გურამიშვილი, დეპო, ვ.ბაგრატიონი, ი. ევდოშილი, მ.ბალანჩივაძე, მოსკოვი, გოგოლი, ნიკო მარი, ს. მახვილაძე, ს. ხაბეიშვილი, სადგური, ფოთი, ვ. კუპრაძე, წმინდა სამება, ლომთათიძე, ჰ.გმაინერი, თამარ მეფის ნაწილს, თამარ მეფის პირველ შესახვევი და პირველი ჩიხი, წერეთლის ნაწილი და მესამე შესახვევი. აღნიშნულ შეზღუდვასთან დაკავშირებით მომხარებლებს სმს შეტყობინებები გაეგზავნათ.საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.