Accentnews.ge
„ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრები: "საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების და თანამშრომლობის მასშტაბი და სიღრმე სასწორზე დევს"

„ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრები: "საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების და თანამშრომლობის მასშტაბი და სიღრმე სასწორზე დევს"

10/10/2024 14:45:28 პოლიტიკა

„ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ "საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების და თანამშრომლობის მასშტაბი და სიღრმე სასწორზე დევს".

"ვაიმარის სამკუთხედის" საგარეო საქმეთა მინისტრები ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვწუხვართ საქართველოს მთავრობის იმ ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება", – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, მინისტრები აღნიშნავენ, რომ, მათ შორის "აგენტების კანონის" და LGBTI​ ადამიანების უფლებების შემზღუდავი კანონების მიიღების შემდეგ "ნეგატიური ტენდენცია კიდევ უფრო გაუარესდა".

"გარდა ამისა, მზარდი შეშფოთებით აღვნიშნავთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის ზრდას. ევროკავშირი არ მოითმენს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას.

ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, შეცვალოს თავისი ამჟამინდელი კურსი. "საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების და თანამშრომლობის მასშტაბი და სიღრმე სასწორზე დევს.

ჩვენ ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, დაიცავს OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციებს, მათ შორის თავისუფალი და უსაფრთხო საარჩევნო კამპანიის ჩატარებით.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ხელახლა აიღებს ვალდებულებას, განახორციელოს პრიორიტეტული რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულია ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", – ნათქვამია საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

ცნობისთვის: "ვაიმარის სამკუთხედი“ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 1991 წელს დააფუძნეს. შეთანხმების თანახმად, სამი ქვეყანა იზიარებს ევროპის მომავლის საერთო ხედვას და ხალხების დაახლოების გზით, შეძლებს შეთანხმებული ევროპული გადაწყვეტილებების მიღებას. "ვაიმარის სამკუთხედის“ საქმიანობა მოიცავს ორ მიმართულებას: პოლიტიკურ დიალოგს (საერთაშორისო და ევროპული საკითხები) და თანამშრომლობას (რეგიონალური, საგანმანათლებლო, აკადემიური ხაზით და სხვა).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S