Accentnews.ge
მედია: გერმნიაში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 12 წევრი დააკავეს

მედია: გერმნიაში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 12 წევრი დააკავეს

10/10/2024 13:27:07 სამართალი

გერმნიაში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 12 წევრი დააკავეს, – იუწყება გერმანული მედია.

მისი ცნობით, სპეცოპერაცია ოთხშაბათს ქალაქ როიტლინგენში, შტუტგარტში, ჰამბურგსა და ბერლინში ჩატარდა.

"გერმანელმა სამართალდამცველებმა შენობები და სათავსოები გაჩხრიკეს. ამოღებულია მტკიცებულებები. პოლიციის წარმომადგენლის ლუდვიგ ვალდინგერის თქმით, საქმე მასშტაბურ ქურდობებს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით დამნაშავეებს მოპარული საქონელი საქართველოში გადმოჰქონდათ. ქურდობაში კი რუსულ-ევრაზიული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მონაწილეობდა.

დაკავებული 12 ადამიანიდან მთავარი ბრალდებული 54 წლის ქართველია, რომელიც საქართველოს ფოსტის ოფიციალური ქვეკონტრაქტორია, შესაბამისად ის პასუხისმგებელია ამანათების გერმანიიდან საქართველოში გადაზიდვაზე. კრიმინალური პოლიციის ინფორმაციით, მას რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში სატვირთო მანქანით გადაჰქონდა მოპარული საქონელი. მათ შორის იყო მოპარული ველოსიპედები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული ნივთები, ტანსაცმელი, ალკოჰოლი და კოსმეტიკა.

გამოძიებას ბავარიის სახელმწიფო კრიმინალური პოლიციის ოფისი აწარმოებს", – იტყობინება გერმანული მედია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S