Accentnews.ge
ფინური Fortum იტყობინება კიბერშეტევებისა და მისი ენერგეტიკული ობიექტების გარშემო დრონების აქტიურობის შესახებ

ფინური Fortum იტყობინება კიბერშეტევებისა და მისი ენერგეტიკული ობიექტების გარშემო დრონების აქტიურობის შესახებ

10/10/2024 08:43:37 მსოფლიო

ფინური ენერგოკონცერნი Fortum წააწყდა სიგნალის გაუმართაობას თანამგზავრებიდან, აღმოაჩინა დრონები და საეჭვო ადამიანები მის ობიექტებთან და ექვემდებარება ყოველდღიურ DoS-შეტევებს, განუცხადა "როიტერს" კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკუს რაურამომ.

„ყოველდღიურად ვაწყდებით ჰაკერების სხვადასხვა მცდელობებს, ზოგჯერ ვხედავთ უპილოტო საფრენ აპარატებს და საეჭვო მოქალაქეებს ჩვენი აქტივების ირგვლივ“, - თქვა რაურამომ და დასძინა, რომ ელექტროსადგურებზე თანამგზავრული კომუნიკაციები შეფერხდა წლის დასაწყისში.

კომპანიამ სთხოვა ფინეთის ხელისუფლებას, გამოიძიოს ეს ინციდენტები, დასძინა აღმასრულებელმა და აღნიშნა, რომ Fortum-ის ინფრასტრუქტურას შვედეთშიც მსგავსი პრობლემები შეექმნა.

2023 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა Fortum-ის წილები მის რუსულ შვილობილ კომპანიაში გადასცა ქონების მართვის ფედერალურ სააგენტოს დროებითი მართვისთვის. მიმდინარე წლის თებერვალში ფინურმა კონცერნმა სარჩელი შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ აქტივების ჩამორთმევისთვის კომპენსაციის მოთხოვნით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S