
"ლევადა-ცენტრი": რუსების 47% ომში უფრო მეტ ზიანს ხედავს, ვიდრე სარგებელს
10/10/2024 06:44:28 მსოფლიო
გამოკითხული რუსეთის მოქალაქეების თითქმის ნახევარი (47%) თვლის, რომ უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრამ უფრო მეტი ზიანი მოიტანა, ვიდრე სარგებელი, - ირკვევა "ლევადა ცენტრის" მიერ სექტემბერში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებიდან. აღნიშნულია, რომ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
ამავდროულად, წლის განმავლობაში, მათ წილი, ვინც დარწმუნებულია პუტინის მიერ დაწყებული ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ სარგებელში, დაეცა ათი პუნქტით (38-დან 28%-მდე).
ასევე მცირდება რუსების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ საბრძოლო მოქმედებები რუსეთისთვის წარმატებით მიმდინარეობს. თებერვალში ასეთი მოქალაქეები 70%-ს შეადგენდნენ, ახლა მათი წილი ათი პუნქტით შემცირდა.
უკვე სექტემბერში რესპონდენტთა 54% სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის მომხრე იყო.