Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე:  ვაშინგტონი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს უმაღლეს დონეზე აკვირდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: ვაშინგტონი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს უმაღლეს დონეზე აკვირდება

10/10/2024 05:30:08 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში დაფნა რენდი აცხადებს, ვაშინგტონი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს უმაღლეს დონეზე აკვირდება. ამის შესახებ მან "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა" (IRI) და "ატლანტიკური საბჭოს" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას, დაფნა რენდიმ ისაუბრა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე და თქვა, რომ ის იმ შემთხვევაში იქნება სამართლიანი, თუ იარსებებს თავისუფალი დებატები და კონკურენცია მხარეებს შორის.

"ქართული ოცნების" 12-წლიანი მმართველობის შემდეგ 26 ოქტომბერს იმართება ძალიან კონკურენტული არჩევნები. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ძალიან ცდილობს, მხარი დაუჭიროს ამ პარტიას ["ქართულ ოცნებას"], რომელმაც გადააკოპირა ის, რაც რუსეთმა სახლში გააკეთა, მაგალითად, "აგენტების კანონის" მიღებით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, განსხვავებული იდეების გამოხატვის შესაძლებლობას მმართველ პარტიაზე, კრიტიკას [...]. ჩვენ ძალიან ვღელავთ ამ არჩევნების გამო, რომელიც იმ შემთხვევაში იქნება სამართლიანი, თუ იარსებებს თავისუფალი დებატები და კონკურენცია. პრობლემა არ არის თუ "ქართული ოცნება" სამართლიანად გაიმარჯვებს, პრობლემა იმაშია, რომ მათ ქართველი ხალხის სურვილის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა შეზღუდეს. [...] ვფიქრობ ყველა მიხვდით, რომ ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება [საქართველოშო დაგეგმილ არჩევნებს] ისევე, როგორც აშშ-ის კონგრესი", - განაცხადა რენდიმ.

მისივე თქმით, "რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი უკან, თავის ორბიტაში ჩაითრიოს, რაც უბრალოდ მიუღებელია".

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S