![პარტია "საქართველოსთვის" საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავდასხმის შესახებ იტყობინება [ვიდეო]](https://www.accentnews.ge/storage/files/76_hlhMewF.jpg)
პარტია "საქართველოსთვის" საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავდასხმის შესახებ იტყობინება [ვიდეო]
09/10/2024 16:03:11 პოლიტიკა, საზოგადოება
პარტია "საქართველოსთვის" საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას პირთა ჯგუფის მხრიდან თავდასხმის შესახებ იტყობინება და ვიდეოს აქვეყნებს.
"საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას "ოცნების" ზონდერაქტივი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ასე გამოიყურება ოცნების მოჩვენებითი „მშვიდი და სამართლიანი“ წინასაარჩევნო გარემო", - ამბობენ პარტიაში.
ვიდეოში ჩანს, რომ "საქართველოსთვის" წევრებს, რომელთა პოლიტიკური კუთვნილების იდენტიფიცირებაც შესაძლებელია მაისურებით, ასევე ბუკლეტებით, პირთა ჯგუფი აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე ხევენ "საქართველოსთვის" წევრების მიერ გაკრულ საარჩევნო პლაკატებს და აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს:
"პოლიტიკურ სანაგვეზე გახარია",- ამბობს ერთ-ერთი.
ისინი საკუთარ ვინმაობას არ ამხელენ, თუმცა იდენტიფიცირება ვიდეოს მიხედვით შესაძლებელია.