
ონის მუნიციპალიტეტში სოფლებამდე მისასვლელი და შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
05/02/2020 12:43:57 რეგიონები, რეკლამა
ზამთრის სეზონის პარალელურად ონის მუნიციპალიტეტში სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გზებზე, რომელზეც სასკოლო ავტოტრანსპორტის გადაადგილდება.
"გზების წმენდის სამუშაოებზე მონიტორინგს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე პირადად ახორციელებს. 5 თებერვალს გზები სოფელ კომანდელში, სომიწოსა და ქალაქ ონში გაიწმინდა. ზამთრის სეზონზე გზების გაწმენდის სამუშაოები მუნიციპალიტეტში სისტემატიურად ხორციელდება" - აცხადებენ მერიაში.