გრეგოროვა: ქართველი ხალხისა და პოლიტიკოსების საქმეა, ბრძოლას გაუძღვნენ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, უფრო რთული გავხადოთ რუსეთისთვის გამარჯვება
08/10/2024 19:17:39 პოლიტიკა
"ჩვენ უბრალოდ მაყურებლები არ ვართ, ჩვენ ჩართულები ვართ. ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია. ვიზალიბერალიზაცია მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია. ინდივიდუალური სანქციები გადავდეთ იმ იმედით, რომ საქართველოს მისი ოკუპანტისთვის - რუსეთისთვის - არ დავკარგავდით, მაგრამ ვკარგავთ. ჩვენ არ შეგვიძლია, ბრძოლას ვუძღვებოდეთ, პუტინი და მუდამ ჩამრევი კრემლი არ ვართ, ეს ქართველი ხალხისა და პოლიტიკოსების საქმეა - ბრძოლას გაუძღვნენ. მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ბრძოლაში მათი დახმარება. შეგვიძლია, უფრო რთული გავხადოთ რუსეთისთვის გამარჯვება", –ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


