Accentnews.ge
იუკნევიჩიენე: "თუ "ოცნება" გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სიარულს, ევროკავშირი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს და გადახედოს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხს"

იუკნევიჩიენე: "თუ "ოცნება" გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სიარულს, ევროკავშირი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს და გადახედოს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხს"

08/10/2024 16:47:07 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ "თუ "ოცნება" გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სიარულს, ევროკავშირი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს და გადახედოს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხს". ამის შესახებ მან ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და მის თანაგუნდელებს "ქართული ოცნებიდან" - ევროკავშირში წევრობა შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. არ შეიძლება, იყო პროევროპული და კრემლის მომხრე ერთდროულად, არ შეიძლება, ემხრობოდე ევროპულ ცხოვრების წესს და ამავდროულად ადიდებდე სტალინს . ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს საქართველოში, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მომავალი არჩევნების სტანდარტები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

თუ "ქართული ოცნება" გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სიარულს, ევროკავშირი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს და გადახედოს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხს.

ჩვენ ასევე მოუწოდებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ. საქართველოს მთავრობას უნდა დაეკისროს სრული პასუხისმგებლობა, სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ნებისმიერ დაზიანდებაზე.

ახლა საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია.

ძვირფასო ქართველებო, არავინაა საქართველოს მომავალზე პასუხისმგებელი ისე, როგორც თქვენ. ვიმედოვნებთ, საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიული, ევროპული ოჯახისკენ დაბრუნების გზას იპოვის", განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S