ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: "გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, დახმარების პორტფელი გადახედვის პროცესშია, პოლიტიკური კონტაქტები შემცირებულია"
08/10/2024 15:55:43 პოლიტიკა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის "ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა" და ევროკავშირის მიერ უკვე მიღებულ საპასუხო და მოსალოდნელ ზომებზე ისაუბრა.
იუროვას სიტყვით გამსვლის ქართულ თარგმანს სრულად გთავაზობთ:
“26 ოქტომბერს 3 მილიონზე მეტი ქართველი ახალი პარლამენტის ასარჩევად მისცემს ხმას. ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია. ის ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის.
გასულ წლის დეკემბერში, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ეს ძლიერი სტიმული იქნებოდა მთავრობისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად. ამის ნაცვლად, ბოლო თვეებში მმართველი ოფიციალური პირები გამოვიდნენ კანონების წინადადებებით, რომლებმაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს. მიუხედავად მასობრივი პროტესტებისა, “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, ხელახლა იქნა წარდგენილი და მიღებული.
სხვა წინადადებები, რომლებიც LGBTQI საზოგადოების სტიგმატიზებას და დისკრიმინაციას ახდენს და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ასუსტებს, ასევე წინ იქნა წაწეული. ამავდროულად, ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა უფრო ხმამაღალი გახდა.
პირველ რიგში, მსურს, მადლობა გავუხადო ევროპარლამენტს საქარველოში არსებულ ვითარებაზე საუბრისთვის და მისი მტიკიცე მოწოდების გამო ევროკავშირისადმი, იმოქმედოს საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ.
ევროკავშირმა უპასუხა შესაბამისი ზომებით. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. პოლიტიკური კონტაქტები შემცირებულია. ევროკავშირის 30–მილიონინი დახმარება გაჩერებულია, დახმარების პორტფელი გადახედვის პროცესშია.
ჩვენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას შეეცვალა ამ ქმედებების კურსი და ჩვენ გავზარდეთ ჩვენი კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან. ამ ზომების გაუქმება შესაძლებელია პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს იმით, რომ გააუქმოს კანონები, რომლებიც ხელს უშლის ევროკავშირში გაწევრიანებას, განსაკუთრებით კანონებს, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
ჩვენ ასევე მოვისმინეთ ყალბი ბრალდებები და დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღრებულებების შესახებ, რომელსაც მმართველი პარტიის ოფიციალური პირები, მათ შორის პრემიერი და პარლამენტის წევრები ავრცელებენ. განცხადება, რომ ევროკავშირი და დასავლეთი ცდილობენ, საქრთველოში მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში, ან ცდილობს ქვეყნის უკრაინიზაციას - ეს არის მიუღებელი, ყალბი და დამაზიანებელი ჩვენი ურთიერთობისთვის.
ეს ნარატივები ემსახურება მხოლოდ რუსეთისა და მისი პროპაგანდას. ევროკავშირი ასეთი ყალბ ნარატივების გამოვლენას განაგრძობს და უპასუხებს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს.
და ბოლოს, მომავალი საპარლამენტო არჩვნები იქნება ძლიერი ტექსტი საქართველოს დემოკრატიისთვის. საარჩევნო კამპანიას უკვე ჩირქად მოეცხო მმართველი პარტიის ქმედებები, დაპირების ჩათვლით, რომ აიკრძალება ოპოზიციური პარტიები და ძალისხმევის თვალსაზრისით, შეიზღუდება სამოქალაქო საზოგადოება და მედია. ასეთი ტაქტიკა გვახსენებს ავტორიტარული რეჟიმების ქმედებას, თუ ეს ზომები იქნება განხორციელებული, ისინი ნამდვილად შეეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი და ყველა იმ პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი.
ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს. ჩვენი მოლიდინია, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი, სამართლიანი, რაც ნამდვილად ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას. ევროკავშირის კარი ღია რჩება, მაგრამ ხელისუფლებამ პირველ რიგში, კვლავ უნდა აჩვენეოს რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ერთგულია. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და ვიმუშაოთ ყველა ქართველთან საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე".


