
ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
08/10/2024 13:20:33 ეკონომიკა
8 ოქტომბრის ვაჭრობის და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული $48.5-მილიონიანი ინტერვენციის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 2.21 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7230 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.97 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9909 ლარი გახდა.