Accentnews.ge
ევროკავშირი: "საქართველო ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად ბლოკის დახმარებას 121 მლნ ევროს ოდენობით დაკარგავს"

ევროკავშირი: "საქართველო ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად ბლოკის დახმარებას 121 მლნ ევროს ოდენობით დაკარგავს"

08/10/2024 12:25:41 პოლიტიკა

საქართველო ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით დაკარგავს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკომისიის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

"ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად, 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება", – განმარტავენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

ევროკომისიის ცნობით, ეს 121,3 მილიონი გადანაწილდება სამოქალაქო საზოგადოებაზე, საინვესტიციო პროექტებზე და სექტორულ დახმარებაზე.

„121,3 მილიონი შეჩერდა და გადანაწილდა დემოკრატიულ სტანდარტებთან მიმართებით უკუსვლის საპასუხოდ განსაკუთრებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ“, – აცხადებენ ევროკომისიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S